კიევის გარეუბანში მრავალსართულიან კორპუსთან აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები

27 თებერვალი 2022, 13:56 950 ნახვა

კიევის გარეუბანში, ტროიეშჩინაში  მრავალსართულიან კორპუსთან აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები - ამის შესახებ უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს.

აფეთქებამ 16 სართულიანი შენობის რამდენიმე სართული დააზიანა, არიან დაშავებულები.

ცეცხლი გაუჩნდა ეზოში გაჩერებულ 7 ავტომობილს.  ხანძარი ლიკვიდირებულია, განხორციელდა კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია.

მსხვერპლის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში