უკრაინის თავშესაფრებში დაბომბვის დროს 3 ბავშვი დაიბადა

26 თებერვალი 2022, 14:38 1391 ნახვა

ხერსონის სამშობიაროს თავშესაფარში, დაბომბვის დროს, 2 ბიჭი დაიბადა. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.

„ორი ახალი სიცოცხლე, რომელთაც გენეტიკურ კოდში უკვე აქვთ ომი. არც ჩვენ და არც ისინი ამას არასდროს დავივიწყებთ, არასდროს ვაპატიებთ“ - განაცხადა მინისტრმა.

25 თებერვალს კი კიევის მეტროში დაიბადა გოგონა მია.

„მია ამ ღამით თავშესაფარში, სტრესულ ფონზე დაიბადა - კიევის დაბომბვის დროს. მისი დედიკო ბედნიერია მისი დაბადებით, მძიმე მშობიარობის შემდეგ“, - წერს აქტივისტი ანა გოლკო.

ვიქტორ ლიაშკომ ასევე მადლობა გადაუხადა მედიკოსებს, რომლებიც სამხედროებივით იგერიებენ დარტყმებს.

მისი თქმით საავადმყოფოებში დახმარებას უწევენ არამხოლოდ საბრძოლო მოქმედებების დროს დაზარალებულებს, არამედ აგრძელებენ კოვიდპაციენტების მომსახურებასაც.

„არცერთი საავადმყოფო არ დახურულა. ყველა მუშაობს და უწევენ სამედიცინო მომსახურებას. არავინ შეშინებულა. ყველა ვაჟკაცურად ვუყურებთ მტერს თვალებში. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ! ჩვენ ვიცავთ ოჯახებს. ყველა თავის ადგილზეა ისე, როგორც შეუძლია“, - განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი