პოლონეთი და ჩეხეთი რუსული ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავენ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ქვეყნის პრეზიდენტის მატეუშ მორავეცკის განცხადებით, ის ადგენს კანონს, რომელიც „რუსული ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცის დახურვას“ გამოიწვევს.
ჩეხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა მარტინ კუპკამ განაცხადა, რომ ქვეყანა ხვალიდან შეწყვეტს ყველა რუსული გადამზიდის თავის ტერიტორიაზე ოპერირებას.