ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

25 თებერვალი 2022, 22:58 1208 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„სანქციების გაძლიერება, კონკრეტული თავდაცვითი დახმარება და ომის საწინააღმდეგო კოალიცია ახლახან განვიხილეთ პრეზიდენტ ბაიდენთან.

მადლობელი ვართ აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერისთვის უკრაინის მიმართ“,- დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტვიტერში“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი