ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.
ბითაძის "ინდიანა" შარლოტ ჰორნეტს დაუპირისპირდა და 126:158 დამარცხდა.
ბითაძემ არასრულ 19 წუთში კარიერის საუკეთესო შედეგი გაიმეორა. მის ანგარიშზე 17 ქულა, 6 მოხსნა და 2 გადაცემა იყო.
შარლოტიდან კი ლამელო ბოლმა სამმაგი დუბლის შესრულება მოახერხა. ბოლმა 29 ქულას, 10 მოხსნას და 13 გადაცემას მოუყარა თავი.
ინდიანა პეისერსი 17 გამარჯვებით და 32 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.
ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს, ოკლაჰომასთან გამართავს.