ბათუმში ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს

09 იანვარი 2025, 15:13 127 ნახვა

ბათუმში ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს ასპარეზობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს, რომლებიც მედლებისთვის სამი დღის განმავლობაში იბრძოლებენ.
პირველ საშეჯიბრო დღეს ხუთი წონითი კატეგორიის წარმომადგენლები იჭიდავებენ, ესენია: 55, 63, 72, 82 და 97 კილოგრამები. დღის ბოლოს გამოვლინდებიან ის ფალავნები, რომლებიც ხვალ უკვე ჩემპიონობისათვის იბრძოლებენ.
ამ ტურნირით გამოვლინდება ის ბირთვი, რომელიც 2025 წლის საშეჯიბრო სეზონისთვის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებისთვის გააგრძელებს მზადებას.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში