გოგა ბითაძე „მინესოტასთან „ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო იყო

10 იანვარი 2025, 09:50 87 ნახვა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „მინესოტას“ უმასპინძლა და 89:104 დამარცხდა. „მეჯიქის“ ბომბარდირი გოგა ბითაძე გახდა, რომელმაც 30 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა. გოგას მორიგ ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ორი მოხსნა დააკლდა.

ამ დროისთვის „ორლანდოს“ 22 მოგება, 17 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.

მომდევნო მატჩს „ორლანდო“ შინ „მილუოკისთან“ 11 იანვარს გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში