ბათუმი ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

08 იანვარი 2025, 12:29 180 ნახვა

ხვალიდან ბათუმის სპორტის სასახლე ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. გამარჯვებულები და პრიზიორები 10-10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.

ასპარეზობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ და მათ ხალიჩაზე 9-11 იანვარს ვიხილავთ, 12 იანვრიდან კი სპორტის სასახლეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში