ბათუმში ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი იწყება

09 იანვარი 2025, 12:41 111 ნახვა

დღეს დაიწყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულსა და თავისუფალ ჭიდაობებში, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს.
ჩემპიონატში თავდაპირველად ბერძნულ-რომაულად მოჭიდავეები ჩაებმებიან, რომლებსაც სამი დღე დაეთმობათ - 9, 10 და 11 იანვარი, ბოლო სამ დღეს კი "თავისუფლები" იასპარეზებენ.
პირველ დღეს ხუთი წონითი კატეგორიის წარმომადგენლები იჭიდავებენ - 55, 63, 72, 82 და 97 კილოგრამები, ჩემპიონები და პრიზიორები კი ხვალ გამოვლინდებიან.
ამ ტურნირით ის ბირთვი უნდა გამოვლინდეს, რომელიც ახალი სეზონისთვის გააგრძელებს მზადებას. რაც შეეხება 60, 67, 77, 87 და 130 კილოგრამების წარმომადგენლებს, ისინი ჩემპიონატში 12 იანვრიდან ჩაებმებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში