ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აღმოსავლეთის ტურნეს განაგრძობს სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“. ჩიკაგოს შემდეგ ტეხასელები მილუოკის ესტუმრნენ და „ბაქსთან“ 105:121 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრების ცენტრფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა 6 წუთში 7 ქულა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. „სან ანტონიოს“ 18 მოგება, 19 წაგება აქვს და დასავლეთის კონფერენციაში მეათე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 12 იანვარს „ლეიკერსთან“ ჩაატარებს.