ზურიკო დავითაშვილმა ვარჯიში განაახლა და „პსჟ“-სთან ითამაშებს

09 იანვარი 2025, 12:44 97 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სენტ ეტიენის" ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა, ვარჯიში განაახლა და "პარი სენ-ჟერმენთან" გასამართი მატჩისთვის მზად იქნება.
ზურიკომ "სენტ ეტიენის" ბოლო შეხვედრა "რეიმსის" წინააღმდეგ მაღალი სიცხის გამო გამოტოვა. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება ქართველმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და კვირას გასამართი მატჩისთვის მზად იქნება.
შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენსა" და "სენტ ეტიენის" შეხვედრა კვირას 12 იანვარს 23:45 წუთზე გაიმართება. ზურიკო დავითაშვილს ლიგა ერთის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი მიითვალა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში