საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს წლის პირველ ტურნირზე 6 ძიუდოისტი გამოაკლდა

26 იანვარი 2022, 13:31 1176 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს 2022 წელის პირველ საერთაშორისო ტურნირზე 6 ძიუდოისტი გამოაკლდა.

პორტუგალიაში გრან პრი 28-30 იანვარს გაიმართება, სადაც პირველადი ინფორმაციით საქართველოს 14 წარმომადგენელი უნდა ყოლოდა.

კოვიდ-შემთხვევების გამო განაცხადში აღარ არიან:

  • გიორგი სარდალაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი (– 60 კგ.);
  • მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ.);
  •  ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ.);
  •  საბა ინანეიშვილი და გიორგი ქავთარაძე ( +100 კგ.).  

ტურნირზე საქართველოს ორ წონით კატეგორიაში 60 კგ. და +100 კგ. წარმომადგენლები არ ეყოლება.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადში 8 ძიუდოისტია: 

  • 66 კგ - თენგო ზირაქაშვილი, საბა კაპანაძე
  • 73 კგ - გიორგი ტერაშვილი; 
  • 81 კგ - დიმიტრი გოჩილაძე, გიორგი შერაზადიშვილი; 
  • 90 კგ - იმედა გოგოლაძე;
  • 100 კგ- გიორგი ბერიაშვილი, ომარ საური.

პორტუგალიაში 44 ქვეყნის 334 ძიუდოისტს ელოდებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი