ვაქცინაციის ტემპის გასაძლიერებლად შეხვედრები გრძელდება. ამჯერად აჭარის ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ქობულეთში იმყოფებოდა.
მოქალაქეებთან, მედიკოსებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს თუ როგორ შეიძლება ვაქცინაციაში მოსახლოების ჩართულობის გაზრდა, ასევე კონკრეტული ღონისძიებები, რაც იმუნიზაციის კამპანიასა და პოპულარიზაციას ეხება.
ვიდეომასალა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.