ჯანდაცვის სამინისტროში მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრა გაიმართა

21 ნოემბერი 2024, 14:09 477 ნახვა
00:00
00:00

სამომავლო პრიორიტეტების, საჭიროებებისა და მომავალი წლის ბიუჯეტის განსაზღვრის მიზნით, დღის ცენტრების მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა   ჯანდაცვის მინისტრი. 

სამინისტროს ინფორმაციით, აქცენტი გაკეთდა დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობასა და  მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ასევე განიხილეს სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილი გამოწვევები და მათი დაძლევის შესაძლო გზები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი