საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპონატზე მეორე შეხვედრას გამართავს.
დღეს ავთანდილ ასათიანის გუნდი მეორე ტურის შეხვედრაში ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ნიდერლანდების ქალაქ გრონინგენში თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 3-2 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
ბოსნიელები კი ევრო 2022-ის პირველ შეხვედრაში ესპანეთთან 1-5 დამარცხდნენ.
ამ დროისთვის ''დე'' ჯგუფს 3-3 ქულით ესპანეთი და საქართველო ლიდერობენ.
თუ საქართველოს ნაკრები ამ შეხვედრაში მეტოქეს დაამარცხებს დიდი ალბათობით ჯგუფური ეტაპის დაძლევას მოახერხებს და 1/4-ფინალის საგზურს მოიპოვებს.
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი დღეს 20:30 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე დაიწყება.