ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში ისევ დაბალია. დღე ღამის განმავლობაში 5000-მდე ადამიანიც არ აცრილა.
მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების მიზნით კი გრძელდება საინფორმაციო ტიპის შეხვედრები.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მოქალაქეების შეკითხვებს ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი პასუხობდა.
დაგეგმილია სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან კარდაკარის პრინციპით შეხვედრებიც.