უახლოეს დღეებში მედიკოსები კორონავირუსის ოთხნიშნა მაჩვენებელს პროგნოზირებენ აჭარაში. ანუ ყოველდღე შესაძლოა მხოლოდ რეგიონში 2 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდეს ,,COVID 19”-ით. ეს კი ეპიდემიოლოგების გათვლებით გამოიწვევს როგორც ჰოსპიტალური სექტორის , ისე ლაბორატორიების გადატვირთვას. 55 ათასზე მეტი ადამიანი აკითხავს კოვიდდიაგონისტრების ცენტრს ყოველდღე.
ვიდრე მოქალაქეები საკუთარ კოვიდ სტატუსის გარკვევას ცდილობენ, ისევ დაბალია იმუნიზაციის ტემპი ქვეყანაში. გამონაკლისი არც აჭარაა.
არადა მაშინ, როცა ახალი შემთხვევებიდან ნახევარი სამხრეთ აფრიკული შტამი ომიკრონია, მნიშვნელოვანია ბუსტერ დოზით აცრა - გვირჩევენ სპეციალისტები.