ახალშობილის ოჯახი მედიკოსების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს

03 ივლისი 2024, 19:49 2637 ნახვა

ახალშობილის  ოჯახი  იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალის მედიკოსებს დაუდევრობაში ადანაშაულებს,  სამი  პირის მიმართ სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს . მათი  ინფორმაციით, ახალშობილს მარჯვენა ქვედა კიდური და  თირკმელი არ აქვს. ორსულობის პერიოდში ამავე კლინიკაში გადაღებული ხუთი ექოსკოპიის მიუხედავად კი მანამდე ორსული ქალისთვის  მედიკოსებს ამის შესახებ არ უცნობებიათ.

ოჯახის განმარტებით, ქალი სამედიცინო აღრიცხვაზე სწორედ ამ კლინიკაში იყო და  ექიმები  ეუბნებოდნენ, რომ ორსულობა ნორმის ფარგლებში მიმდინარეობდა და ნაყოფი იყო ჯანმრთელი.  იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს და მის დასრულებამდე ოფიციალურ კომენტარს  ვერ  გააკეთებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი