აჭარის ჯანდაცვის „მინისტრის საათი“ უმაღლეს საბჭოში

13 ივნისი 2024, 17:53 357 ნახვა

,,მინისტრის საათის" ფორმატში, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა უწყების ხელმძღვანელმა. წელს სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად ახორციელებს 36 პროგრამას.  

მინისტრის ინფორმაციით, 2023-2024 წლებში აჭარაში   ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დასაქმების მიმართულებით 103 432 ბენეფიციარმა  სხვადასხვა   სერვისით ისარგებლა.  წელს სიახლეა ის, რომ ამოქმედდა ახალი პროგრამა და 120 ათასიდან 150 ათასამდე ქულის მქონე, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ  16 წლამდე ბავშვები, მიიღებენ ფინანსურ დახმარებას. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი