სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს ამბულატორიული მომსახურების მიღება ადგილობრივ პოლიკლინიკებში შეეძლებათ

11 ივნისი 2024, 14:08 435 ნახვა

სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებსაც ამბულატორიული მომსახურებისთვის კვლევები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე უტარდებოდათ, უკვე ნებაყოფლობით, შესაბამისი მომსახურების მიღება ახლომდებარე პოლიკლინიკაში შეეძლებათ.

გადამისამართებისთვის მოქალაქეებმა განცხადებით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, მიმდინარე წლის 1 მარტიდან ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ჩაერთო კაპიტაციურ პროგრამაში, რომლის საფუძველზეც სოფლის მოსახლეობის რეგისტრაცია ავტომატურად რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბენეფიციარების ინფორმირებულობის გარეშე მოხდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში