სიახლე ონკოპაციენტებისთვის - კლინიკებში პროცედურაზე მისულებს ყველა წამალი დაწესებულებაში დახვდებათ. მინისტრის განმარტებით, ბენეფიციარებს აღარ მოუწევთ სააფთიაქო ქსელებიდან კლინიკაში მედიკამენტების თავად მიტანა.
უწყების ინფორმაციით, ცვლილების მიზანია ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს.