ბათუმი სტომატოლოგთა საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობს

12 ივლისი 2024, 14:04 483 ნახვა

სტომატოლოგთა საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობს ბათუმი. შეხვედრა 2005 წლიდან ტარდება და მასში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წევრები, ექიმი-სტომატოლოგები მონაწილეობენ.  ისინი ერთმანეთს საკუთარ და მსოფლიო გამოცდილებას, ასევე პირის ღრუს მკურნალობის  საშუალებებსა და ამ კუთხით სამედიცინო სფეროში დანერგილ სიახლეებს აცნობენ.

კონგრესის პარალელურად გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო პირის ღრუს მოვლის საშუალებები, კბილის საშენი მასალები და თანამედროვე სტომატოლოგიური ტექნიკა.  

სტომატოლოგთა ასოციაციის რიგით მე-20 კონგრესის მიზანი წელსაც სტომატოლოგიური მიმართულების მუდმივი განვითარებაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში