ქართველმა მებრძოლებმა გიგა ჭიკაძემ UFC-ში მერვე ორთაბრძოლა გამართა და პირველი მარცხი განიცადა.
ჭიკაძეს აქამდე ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში ზურგს 7 გამარჯვება უმაგრებდა.
გამთენიოს გიგა ჭიკაძე ამერიკელ კელვინ კატარს დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით 5 რაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდა.
25 წუთიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილება შემდეგნაირად გადანაწილდა: 50:45, 50:45, 50:44.
შეგახსენებთ, რომ გიგამ UFC-ს ღონისძიების მთავარ ბრძოლაში მეორედ მიიღო მონაწილეობა.