საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავიდა.
ქართველი ხელბურთელები პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ფინეთის ეროვნულ გუნდთან, სტუმრად 23:30 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებს საპასუხო შეხვედრაში 7 წამყვანი მოთამაშე აკლდა.
პირველი შეხვედრა თბილისში ფრედ 22:22 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში 52-45 ფინეთი შემდეგ ეტაპზეა.