მსოფლიოს პირველი ჩოგანი ავსტრალიაში არ შეუშვეს

06 იანვარი 2022, 11:30 1403 ნახვა

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ავსტრალიის მთავრობის განცხადებით, ჯოკოვიჩმა ვერ წარადგინა მტკიცებულება თუ რატომ არ აქვს ვაქცინაცია გაკეთებული.

"ავსტრალიის სასაზღვრო პოლიცია ვადასტურებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები ქვეყანაში შესვლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, შესაბამისად, მისი ვიზა გაუქმდა" - წერია ავსტრალიის სასაზღვრო პოლიციის განცხადებაში.

ნოვაკი მელბურნის აეროპორტში რამდენიმე საათით დააყოვნეს რის გამოც მისმა ადვოკატმა სარჩელი შეიტანა. სერბი კი ამბობს, რომ მას აქვს სამედიცინო მტკიცებულება თუ რატომ არ იკეთებს ვაქცინას. სერბეთის პრეზიდენტმა ეს ფაქტი სპორტსმენზე ძალადობად შეაფასა. ავსტრალიის მთავრობამ პასუხად გასცა, რომ წესი ყველასთვის ერთია.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 9 გზის გამარჯვებულია. ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი