დღეს საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის შესარჩევი რაუნდის მატჩში ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეხვედრა თბილისში ოლიმპიურ სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.
გულშემატკივრების დასწრება თავისუფალია და კოვიდრეგულაციების დაცვა სავალდებულო.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.
საქართველოს ფინეთთან ორ რადუნდიანი დაპირისპირება ელოდება.
9 იანვარს უკვე საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები გასვლაზე ფინეთში ითამაშებს.
ორმატჩიანი პლეი ოფის გამარჯვებული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შესარჩევ ეტაპზე გადაინაცვლებს.