ხათუნა ნარიმანიძის სახელობის ტურნირი მშვილდოსნობაში. შეჯიბრებაში სპორტული ორგანიზაციების 30-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის მშვილდოსნები იყვნენ სომხეთიდან. ასპარეზობაში პარაოლიმპიელებიც ჩაერთვნენ. შეჯიბრება ქალთა, მამაკაცთა და მოზარდთა შორის, ასევე შერეულ ჯგუფშიც გაიმართა. შეჯიბრებაში საუკეთესო შედეგი ციკო ფუტკარაძემ აჩვენა და აბსოლიტურ სტილში გამარჯვებაც მოიპოვა.