მედიცინის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პანდემიის მართვაში ჩართული მედიკოსები დააჯილდოვა. სიგელები კოვიდკლინიკების მედდებს, კოვიდსასტუმროების ექიმებს და ვაქცინაციის გამსვლელი ბრიგადის მედიკოსებს გადაეცა. გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა და სამედიცინო პერსონალს მომავალ წელს დაგეგმილი პროექტები გააცნო.