სეს-მა ქობულეთში საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა

28 ივნისი 2024, 19:51 1400 ნახვა

ქობულეთში მდებარე საშაურმეს „ გივის შაურმა ნაკვერჩხალზე“ სამუშაო პროცესი შეუჩერდა - ღორის ხორცის შაურმა და მისი ინგრედიენტები დაბინძურებული იყო აერობული მიკროორგანიზმებით; აღმოჩნდა ასევე დადებითი სტაფილოკოკი, ხოლო სალათის ფოთოლში გამოვლინდა ობისა და საფუარის სოკოები.

ეს დასკვნა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქობულეთში, საშაურმეში აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგებით მიიღო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

საშაურმეს "გივის შაურმა ნაკვერჩხალზე" დაევალა რეცხვა-დეზინფექციის ჩატარება და სამზარეულოს მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი, მათ შორის ლაბორატორიული კვლევა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები განახორციელებენ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმის შემოწმება 8 ადამიანის ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე განახორციელა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში