აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს ჟანგბადის კონცენტრატორებით უზრუნველყოფს

12 აპრილი 2024, 20:30 581 ნახვა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, ხელვაჩაურისა და ბათუმის ოჯახის ექიმებს შეხვდა და ჟანგბადის კონცენტრატორები გადასცა.აჭარაში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად და ოჯახის/სოფლის ექიმების ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 224 ჟანგბადის კონცენტრატორი შეიძინა, რითაც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედ პირველადი ჯანდაცვის ცენტრები აღიჭურვება. აღნიშნული სერვისი თავის მხრივ უზრუნველყოფს, როგორც გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მოცვას, ასევე დროულ მომსახურებას იმ პაციენტებისათვის, რომელთაც ამბულატორიულ პირობებში სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ ოქსიგენოთერაპია.აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ,,ჟანგბადის კონცენტრატორებით უზრუნველყოფის პროგრამის“ მიზანს წარმოადგენს პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობა და მისი ბიუჯეტი 392 000 ლარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში