ირაკლი კობახიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: მშენებლობა ჯდება ძალიან ძვირი. სახელმწიფოს ინტერესებშია, კერძო სექტორი შეეხიდოს ახალი საავადმყოფოს მშენებლობას

24 თებერვალი 2024, 17:58 621 ნახვა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ინფრასტრუქტურული პრობლემები არსებობდა, რაც შეეხება შენობის მდგრადობას, ამასთან დაკავშირებით, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, მდგრადობის კუთხით პრობლემები არ არის, არის ინფრასტრუქტურული პრობლემები, სხვადასხვა კუთხით, მაგრამ, ეს არ უკავშირდება შენობის მდგრადობას.​ მარტივად რომ ვთქვათ, შენობის დანგრევის არავითარი რისკი არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„საავადმყოფოს მშენებლობა ჯდება ძალიან ძვირი. სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ კერძო სექტორი შეეხიდოს ახალი საავადმყოფოს მშენებლობას და სწორედ, ამის გამო, ინიშნება მიწის ნაკვეთი, რომელზეც არის განთავსებული მთლიანად რესპუბლიკური საავადმყოფო, მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის. იმისათვის, რომ კერძო სექტორი შეგვეხიდოს საავადმყოფოს მშენებლობაში, რომ ჭარბი ტვირთი არ დააწვეს სახელმწიფო ბიუჯეტს. მე ვერ გეტყვით რა საინვესტიციო პროექტი შეიძლება განხორციელდეს. მე გპირდებით, რომ იქნება მაქსიმალურად ოპტიმალური ვარიანტი შეთავაზებული ქალაქისთვის და ქვეყნისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ საავადმყოფოს უკანა ტერიტორიაზე აშენდება ახალი სამედიცინო დაწესებულება, ხოლო, არსებული შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება, ვიდრე არ აშენდება ახალი საავადმყოფო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი