მოჭადრაკეთა დაჯილდოება

22 დეკემბერი 2021, 19:46 1472 ნახვა

დასრულდა აჭარის ჭადრაკის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტრადიციული საჭადრაკო ფესტივალი „შავი ზღვის დელფინი“, რომელიც წელს მე-17-ჯერ ჩატარდა. ტურნირი საერთაშორისო იყო, თუმცა, კოვიდპანდემიის გამო ბოლო ორი წელია მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ტარდება. წლევანდელ ტურნირში მონაწილეობა 8-დან 20 წლამდე ასაკის 50-მდე ჭაბუკებმა და გოგონებმა მიიღო. ჩემპიონების და პრიზიორების გარდა დაჯილდოვდა სამი საუკეთესო მწვრთნელი, რომლებიც გამარჯვებულ სპორტსმენთა მიერ მოპოვებული ქულების მიხედვით გამოვლინდა. პირველ ადგილზე სამტრედიის გუნდის მწვრთნელი ნინო ჯვარშეიშვილი გავიდა, მეორე ადგილი ოზურგეთის წარმომადგენელს ნინო წიტაიშვილს ერგო, მესამე ადგილი კი ბათუმელმა მწვრთნელმა ალექსი ტერ-კარაპეტიანმა დაიკავა. დაწესებული იყო ტურნირის დამაარსებლის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ქეთევან მუხაშავრიას სახელობის თასი, რომელიც 20 წლამდე ასაკს შორის გამარჯვებულს, აჭარის ნაკრების წევრს მარიამ ცეცხლაძეს გადაეცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში