ომიკრონის შტამი უკვე საქართველოშია

20 დეკემბერი 2021, 19:45 772 ნახვა

მედიკოსები მოქალაქეებს აცრის გაკეთებისკენ ახლა კიდევ უფრო მოუწოდებენ. ომიკრონის შტამი უკვე საქართველოშია. 2 ინფიცირებულის კონტაქტი კი შეიძლება ბევრი იყოს, რადგან კორონავირუსის აღნიშნულ შტამს სწრაფი გავრცელება ახასიათებს. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით,  ორივე შემთხვევა მსუბუქად მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, ეს ფაქტი მცირედით დასტაბილურებულ ეპიდსიტუაციას მალევე არ შეცვლის, მაგრამ ექიმები  მაინც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვაზე საუბრობენ. „ომიკრონის“ სახელწოდებით ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი