საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

11 სექტემბერი 2024, 14:05 254 ნახვა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ნიკოლოზ ჩიქოვანი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

ცენტრის ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.  

ნიკოლოზ ჩიქოვანი აქამდე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში შიდა კონტროლის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში