სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შუახევში

31 ოქტომბერი 2024, 17:56 368 ნახვა

შუახევში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით, მოსასვენებელი ოთახებით, სამედიცინო კაბინეტით. პროექტი მიზნად ისახავს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას.
აქამდე მუნიციპალიტეტს შესაბამისი სერვისი არ ჰქონდა და დასაქმებულები რაიონული ჰოსპიტალის ბაზაზე ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობას. მშენებლობა შუახევის მერიიდან 300 ათას ლარზე მეტით დაფინანსდა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში