ანტონ პლესნოი მსოფლიო ჩემპიონატს დროზე ადრე გამოეთიშა

14 დეკემბერი 2021, 18:35 1098 ნახვა

ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 96 კგ. წონითი კატეგორიის B ჯგუფში მოასპარეზე საქართველოს ნაკრების წევრმა ანტონ პლესნოიმ ატაცში 170 კილოგრამის დაძლევით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. აკვრაში კი ძალოსანმა პირველ მისვლაზე 190 კგ. დაძლია, თუმცა ტოკიოს ოლიმპიადაზე მიღებულმა ძველმა ტრავმამ თავი იჩინა, რის გამოც მწვრთნელთა შტაბისა და სამედიცინო გუნდის გადაწყვეტილებით სპორტსმენმა დანარჩენ მისვლებზე უარი განაცხადა. პლესნოიმ ორჭიდის ჯამში 360 კილოგრამი დააგროვა და გუნდს მნიშვნელოვანი ჩათვლითი ქულები მოუტანა. შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 5 მედალია. 3 ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული შოთა მიშველიძეს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი კი რევაზ დავითაძის ანგარიშზეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი