ბათუმში დასრულდა კარლო გუგუშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული რესპუბლიკური ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენელი მონაწილეობდა. აჭარის ნაკრების წევრებმა ტურნირზე დამაჯერებლად იასპარეზეს და როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა შორის არაერთი სინჯის მედალი მოიპოვეს. ვაჟთა შორის ჩემპიონი ანრი ავჯიშვილი გახდა, ახალგაზრდებში კი მათე დევაძემ გაიმარჯვა. დევაძემ დათო ბოლქვაძესთან ერთად წყვილთა თანრიგში მეორე ადგილი დაიკავა. გოგონათა შორის სამივე საპრიზო ადგილი აჭარის ნაკრების წევრებმა მოიპოვეს. ჩემპიონი ნინო ბერიძე გახდა, მეორე-მესამე ადგილებზე კი მარი და თაკო რიჟვაძეები გავიდნენ. წყვილთაშორის დებმა რიჟვაძეემა პირველი ადგილი დაიკავეს, მესამე ადგილზე გავიდა ნინო ბერიძისა და ნინო აბულაძის დუეტი.