დღეს ქობულეთის "შუქურა" ეროვნულ ლიგაში დასარჩენად "გაგრას" გასვლაზე დაუპირისპირდება

12 დეკემბერი 2021, 10:44 1418 ნახვა

დღეს 12 დეკემბერს იმ 2 გუნდის ვინაობა გახდება ცნობილი, რომელიც საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონის საგზურს მოიპოვებს.

თბილისის ზღვის ბაზაზე "გაგრა" საპასუხო შეხვედრაში ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლებს. ქობულეთში გამართული პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის ფრედ 0:0 დასრულდა. შეხვედრა 12 დეკემბერს 13:00 საათზე დაიწყება.

ქუთაისის "ტორპედო" საპასუხო მატჩში მარტვილის "მერანს" საკუთარ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაუხვდება.

პირველი შეხვედრა "მერანმა" შინ 2-0 მოიგო და ქუთაისში კომფორტული უპირატესობით ჩავა. ეს მატჩიც 12 დეკემბერს არის ჩანიშნული, თუმცა 19:00 საათზე დაიწყება.

ორივე შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი ეროვნული ლიგის "Youtub" არხზე იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი