რაგბში პირველი ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი" ევროპის სუპერ თასის მეექვსე ტურში 11 დღეს "ენისეის’’ უმასპინძლებს.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე გამარჯვება ორივე კლუბისთვის მნიშვნელოვანია.
ამ დროისთვის ორივე გუნდს 3 ჩატარებული მატჩის შემდეგ 11-11 ქულა აქვს და პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ.
შეხვედრა 11 დეკემბერს ავჭალის სარაგბო სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ "შავ ლომის" ორი შეხვედრა გადაიდო.