გულის ტრანსპლანტაციის პროგრამა 200 000 ლარით ფინანსდება  

02 დეკემბერი 2021, 11:58 2034 ნახვა

წელს პირველად აჭარის მთავრობამ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის დაფინანსება დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პაციენტი 200 000 ლარით ფინანსდება.

როლანდ ნოღაიდელი პირველია, ვინც აღნიშნული პროგრამით ისარგებლა. იგი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა.

მთავრობის ინფორმაციით, პროგრამით წელს ორმა პაციენტმა ისარგებლა, ამჟამად გულის გადასანერგად კიდევ ერთი პირი გაემგზავრა.

ტრანსპლანტაციის  პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება. ინფორმაცია და  ვიდეო მასალა აჭარის მთავრობამ გაავრცელა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი