ბრიტანეთი რუსეთთან შესაძლო ომისთვის ემზადება

29 ნოემბერი 2021, 14:26 1098 ნახვა

ბრიტანეთი რუსეთთან შესაძლო ომისთვის  ემზადება. ლონდონმა გადაწყვიტა  უახლოეს მომავალში გერმანიის საზღვართან არმიის ნაწილებისა და  ჯავშანტექნიკის რამდენიმე ასეული ერთეულის მობილიზება.  ამის შესახებ გაზეთი „ზე თაიმსი“ წერს. 

გამოცემა ეყრდნობა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალს, გენერალ- ლეიტენანტ რალფ ვუდისს. მან თქვა, რომ  ახალი ქვედანაყოფები  აღიჭურვებიან ტანკებით, ჯავშანრანსპორტიორებით, არტილერიითა და უპილოტო საფრენი აპარატებით. ბრიგადის პირად შემადგენლობაში 250 ადამიანი იქნება.

საბაბი გახდა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ  რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან არმიის ნაწილების მობილიზება დაიწყო და მის ტერიტორიაზე შეიარაღებული შეჭრისთვის ემზადება.

კრემლში ამ განცხადებებს კატეგორიულად უარყოფენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში