აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს და არასწორია სპეკულაციები, სანამ საბოლოო დასკვნები გაკეთდება- განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. „ახლა მიმდინარეობს გამოძიება. ნებისმიერი საავიაციო ინციდენტი უნდა გამოიძიოს სპეციალურმა საავიაციო ორგანოებმა. და სანამ გამომძიებლები არ გააკეთებენ დასკვნებს, რაიმე ჰიპოთეზის გაკეთება არასწორი იქნება.
ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ გამოძიების დასრულებას-განაცხადა პესკოვმა. ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად, აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 38 ადამიანი დაიღუპა, 32 კი გადარჩა. ავიალაინერი ბაქოდან ქალაქ გროზნოში მიფრინავდა, თუმცა კურსი შეიცვალა.
ის აქთაუს აეროპორტიდან სამი კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა. სამხედრო ბლოგერები არ გამორიცხავენ, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნა რუსულ საჰაერო თავდაცვის სისტემას გამოეწვია. ამ ვარაუდს თვითმფრინავის კორპუსზე არსებული დაზიანებები ამყარებს. 25 დეკემბერს, დილით რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინული დრონებით შეტევას იგერიებდა ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე ნაწილში.