იაპონიის ავიახაზებმა კიბერშეტევის შესახებ აცხადებს, რამაც გამოიწვია შეფერხებები შიდა და საერთაშორისო ფრენებზე. შეტევა დაიწყო დილის 7:24 საათზე და კომპანიის შიდა და გარე სისტემები გამოიყვანა მწყობრიდან. დროებით გამოირთო როუტერი, რომელიც იწვევდა სისტემის გაუმართაობას და ასევე შეჩერდა ბილეთების გაყიდვა.
იაპონიის სხვა მსხვილი ავიაკომპანიების სისტემებზე კიბერთავდასხმის ნიშნები არ ყოფილა-განაცხადა ავიაკომპანიის სპიკერმა. კვირის დასაწყისში, ამერიკულმა ავიაკომპანიამ ამერიკან ეარვეისმა ხანმოკლე დროით შეწყვიტა ყველა ფრენა, რასაც შობის ღამეს ათასობით რეისის შეფერხება მოჰყვა, ტექნიკური ხარვეზის გამო, რომელიც დაკავშირებული იყო მის ქსელურ აპარატურასთან.