ტრამპის საშობაო გზავნილი

26 დეკემბერი 2024, 11:49 133 ნახვა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში საშობაო  გზავნილი გამოაქვეყნა, რომელშიც  მისი პოლიტიკური პოზიციები დააფიქსირა ისეთ თემებზე, როგორიცაა თავდაცვის მდივნის კანდიდატ პიტ ჰეგსეტსსა და გრენლანდიისა და პანამის არხის შესახებ მისი განცხადებების გამო გამოწვეულ პროტესტზე. 
ტრამპი წერს, რომ შობას ულოცავს „ჩინეთის შესანიშნავ ჯარისკაცებს“, „კანადის გუბერნატორ ჯასტინ ტრუდოს“ და „გრენლანდიელ ხალხს“ .„გილოცავთ შობას ყველას, მათ შორის ჩინეთის შესანიშნავ ჯარისკაცებს, რომლებიც სიყვარულით, მაგრამ უკანონოდ ოპერირებენ პანამის არხს, ყოველთვის უზრუნველყოფენ, რომ შეერთებული შტატები მილიარდობით დოლარს ხარჯავდეს „შეკეთებისთვის“, თუმცა აბსოლუტურად არანაირი სიტყვა ეთქმოდეს არაფრის შესახებ. ასევე, კანადის გუბერნატორ ჯასტინ ტრუდოს, რომლის მოქალაქეების გადასახადები ძალიან მაღალია, მაგრამ კანადა თუ ჩვენი 51-ე შტატი გახდება, მათი გადასახადები 60%-ზე მეტით შემცირდება, მათი ბიზნესები მაშინვე გაორმაგდება და ისინი სამხედროებით ისე იქნებოდნენ დაცული, როგორც არცერთი სხვა ქვეყანა მსოფლიოში.
ასევე, გრენლანდიელ ხალხს, რომელიც შეერთებულ შტატებს ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის სჭირდება და, რომელთაც სურთ, რომ აშშ იქ იყოს, და ჩვენც ვიქნებით!”- წერს ტრამპი. ჩვენ გვქონდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი არჩევნები, ახლა აშშ-ს თავზე კაშკაშა შუქი ანათებს და 26 დღეში ჩვენ ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით. გილოცავთ შობას!“ – წერს ტრამპი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში