წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსს“ აზერბაიჯანის სამთავრობო წყარომ ექსკლუზიურად დაუდასტურა. წყაროს ცნობით, რაკეტა გაუშვეს გროზნოს თავზე დრონების აქტიურობის დროს. ის აფეთქდა თვითმფრინავის მახლობლად და ნამსხვრევები ლაინერს მოხვდა. არსებული ინფორმაციით, მთელი ფრენის განმავლობაში თვითმფრინავის „ჯიპიეს“ სისტემები ჩახშობილი იყო.