ღაზაში  ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად 5 ჟურნალისტი დაიღუპა

26 დეკემბერი 2024, 14:47 137 ნახვა

ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა ღაზის სექტორის ქალაქ  ნუსეირატში ალ-ავდას საავადმყოფოს მახლობლად განხორციელებული დარტყმის შედეგად.  ჟურნალისტები  ტელეარხ ალ-ქუდს ალ იუმში მუშაობდნენ. პალესტინის მედიასაშუალებები და ადგილობრივი რეპორტიორები აცხადებენ, რომ  ავტომობილს ჰქონდა შესაბამისი წარწერა და მას  ჟურნალისტები  რეპორტაჟების მოსამზადებლად  იყენებდნენ. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მისმა საჰაერო ძალებმა ავტომობილს "მიზანმიმართულად" დაარტყა და აღნიშნა, რომ მასში "ისლამური ჯიჰადის" მებრძოლი ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ. პალესტინის  დაჯგუფება ჰამასმა და ისრაელმა ერთმანეთი  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ჩაშლაში დაადანაშაულეს, მიუხედავად ორივე მხარის მიერ ბოლო დღეებში მოლაპარაკეკებზე წინსვლის შესახებ გაკეთებული განცხადებებისა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში