რუსეთმა შობის ღამეს კიევი და ზელენსკის მშობლიური ქალაქი დაბომდა

25 დეკემბერი 2024, 11:53 156 ნახვა

კიევის წმინდა მიხეილის საკათედრო ტაძარში    წირვაზე შეკრებილი მორწმუნეებისა და   შობის საღამოს სიმშვიდე  საჰაერო თავდასხმის სირენამ შეწყვიტა. ქალაქ კრივი რიჰში საცხოვრებელ კორპუსზე ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. შემთხვევის ადგილზე მაშველები ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ. 
მოსკოვი უკრაინის აღმოსავლეთისა და სამხრეთის გასწვრივ ფრონტის ათას კილომეტრიან ხაზზე ზეწოლას ახორციელებს მისი სრულმასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის სამი წლის განმავლობაში. უკრაინელების უმეტესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და ქვეყნის მთავარი ეკლესია 2024 წელს დათანხმდა, რომ შობის დღესასწაული ქვეყანაში 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს ეზეიმათ. მრავალი მორწმუნისთვის შობის 25 დეკემბერს აღნიშვნა  არა მხოლოდ დასავლეთთან ინტეგრაციას, არამედ რუსეთისგან დისტანცირებას ნიშნავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში