ევროპის მოედანზე ბათუმის მთავარი ნაძვის ხე ხვალ 20:00 საათზე აინთება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 15:00-დან ანიმატორები და ზღაპრის გმირები პატარების განწყობაზე იზრუნებენ. 18:00-დან 22:00 საათამდე კი, გაიმართება კონცერტი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით. ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ გაავრცელა.