საქართველოში სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებასა და ახალ კანონპროექტზე ისაუბრეს ეკატერინე ტიკარაძემ და სისხლის ბანკების წარმომადგენლებმა.
განიხილეს სისხლის უანგარო დონაციის ხელშეწყობის საკითხიც. მათი განცხადებით, კანონპროექტი სისხლის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ნორმატიულ მასალას ერთიან საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქცევს, რომელიც ევროდირექტივებთან იქნება შესაბამისობაში.