ბაიდენმა ქირურგიული პროცედურა ჩაიტარა

25 ნოემბერი 2021, 16:50 954 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ქირურგიული პროცედურის შედეგად  პოტენციურად საშიში ადენომა მოაცილეს. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული. ბაიდენმა გასულ კვირას სამედიცინო გამოკვლევა გაიარა, რის შედეგადაც ექიმებმა დაასკვნეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას საშუალებას აძლევს სახელმწიფოს მეთაურისა და უმაღლესი მთავარსარდლის მოვალეობები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეასრულოს. ბაიდენს, რომელსაც  შაბათს 79 წელი შეუსრულდა, გეგმური დაკვირვება ურჩიეს. სამედიცინო პროცედურის  დროს სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილება ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს გადაეცა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში